logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: დავიწყეთ ზაფხულის სეზონისთვის მზადება - დაბა ურეკსა და შეკვეთილში წელს მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და ტურისტს ველოდებით
- +

3 ივნისი. 2022. 16:23

 

 

„ვიზიტორებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, ყველა სამსახური მობილიზებულია და სრული დატვირთვით მიმდინარეობს დაბის განახლება, მოწესრიგება.

 

შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან თანამშრომლობით, ურეკისა და შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო - სამაშველო კოშკურა განთავსდება. უახლოეს პერიოდში ასევე დასრულდება ურეკში ბულვარის მოწყობის სამუშაოები“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner