logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი და თამარ ტალიაშვილი ბათუმში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესებს გაეცნენ
- +

3 ივნისი. 2022. 17:36

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, კომიტეტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვივნენ, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნენ, შეხვდნენ სტუდენტებს და ტრენინგ ცენტრი მოინახულეს.

 

დღესვე მათ  N6 საჯარო სკოლა და  მისი ახალი კორპუსი დაათვალიერეს, რომლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განხორციელდა. დამატებითი კორპუსი 540 მოსწავლეზეა გათვლილი  და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად  ადაპტირებულია.

 

გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი და მაია ხაჯიშვილი იმყოფებოდნენ ასევე პროფესიულ კოლეჯ " ბლექსიში", სადაც  სასწავლო პროცესს გაეცნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner