პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვივნენ, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნენ, შეხვდნენ სტუდენტებს და ტრენინგ ცენტრი მოინახულეს.
დღესვე მათ N6 საჯარო სკოლა და მისი ახალი კორპუსი დაათვალიერეს, რომლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის "საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განხორციელდა. დამატებითი კორპუსი 540 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.
გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი და მაია ხაჯიშვილი იმყოფებოდნენ ასევე პროფესიულ კოლეჯ " ბლექსიში", სადაც სასწავლო პროცესს გაეცნენ.