კონკრეტული ადამიანის დაკავების საკითხს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც, მოლდოვაშიც ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია და უკრაინაშიც ორი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პოროშენკოსა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ არის საქმეები აღძრული, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„4-5 ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ გამორჩეულად გულშემატკივრობს მიხეილ სააკაშვილს, მათი განცხადებები ობიექტური ვერანაირად იქნება, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ადამიანმა კონტრაბანდული გზით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. შესაბამისად, სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამის გამო უნდა მოიხადოს სასჯელი. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანის დაკავება-არ დაკავების საკითხს, საერთოდ არანაირი კავშირი აქვს კანდიდატის სტატუსთან და მე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც, მოლდოვაშიც, ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია და უკრაინაშიც ორი ყოფილი პრეზიდენტის, პოროშენკოსა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ არის საქმეები აღძრული“,- აღნიშნა სამხარაძემ.