„შერიგების პროცესს უშველებელი ბარიერი აღუდგა წინ რუსეთის სახით“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შერიგების პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.
„შერიგების პროცესს უშველებელი ბარიერი აღუდგა წინ რუსეთის სახით. გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, ამასთანავე რუსეთის სტრატეგიული ინტერესი საზოგადოებების დაახლოებას არანაირად არ ითვალისწინებს. ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს სატრანზიტო პერიოდზე, როდესაც ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს დაპირისპირებისა ამ პროცესში“, - განაცხადა ვოლსკიმ.