logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან მნიშვნელოვნად; 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში
- +

3 ივნისი. 2022. 18:54

 

 

„ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან მნიშვნელოვნად. 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

 

„შეერთებული შტატები ხელგაშლილია საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარების მიმართულებით: იარაღსაც გვაწვდის და პირადი შემადგენლობის - სამხედრო პირების, ჯარისკაცების - წვრთნებსაც ატარებს.

 

აშშ ჩვენ გვეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: აძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ასეც გაგრძელდება, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გრძელდება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner