“პრემიერ -მინისტრის კიდევ ერთი ძალიან კარგი ინიციატივა არის „განახლებული რეგიონების“ პროგრამის სახით , რომელიც ისევე როგორც ჩვენი ყველა პროექტი პირდაპირ პასუხობს რეგიონების მოსახლეობის ბევრ საჭიროებას“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.
პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ 4 წლიანია, პირველი ეტაპი 500 მილიონი ლარით არის დაფინანსებული, საიდანაც 300 მილიონი ლარის პროექტები უკვე ხორციელდება. მინისტრის განცხადებით, ივნისიდან უკვე მთელ რიგ მდებარეობებში დასრულდება პროექტები , ასევე გრძელდება მეორე ფაზის პირველი ეტაპის სამუშაოები.
,,მასშტაბი ნამდვილად შთამბეჭდავია . მიმდინარეობს 600-მდე შენობის რეაბილიტაცია იმდაგვარი მასალების გამოყენებით, რომელიც ენერგოხარჯებს დაუზოგავს ჩვენს მოსახლეობას. წესრიგდება საინჟინრო ქსელები. მიმდინარეობს 78 პარკის რეაბილიტაცია-მშენებლობა და ახალი ფუნქციებით აღჭურვა. პროგრამა გრძელდება 63-ვე მუნიციპალიტეტში, შედეგები უკვე თვალსაჩნოა და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება დროსთან ერთად. საბოლოო ჯამში მოსახლეობას გაუჩნდება ისეთი შესაძლებლობები, რომელიც აქამდე არასდროს ჰქონია“ -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.