logo_geo
eng_logo
მოლდოვის პრეზიდენტი: ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი
- +

3 ივნისი. 2022. 20:22

 

 

მოლდოვა არ ეძებს მოკლე გზას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

 

„უბრალოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს ჩვენს მიღებას ევროკავშირში“, - განაცხადა მან GLOBSEC-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზას, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

 

მაია სანდუს თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და კორუფციასთან ბრძოლაზე და რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიის დაცვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner