მოლდოვა არ ეძებს მოკლე გზას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.
„უბრალოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს ჩვენს მიღებას ევროკავშირში“, - განაცხადა მან GLOBSEC-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზას, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მაია სანდუს თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და კორუფციასთან ბრძოლაზე და რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიის დაცვას.