ავტორი დიანა ლიპარტელიანი
სალაპარაკო თემა მიეცა ერს, „ქართულმა ოცნებამ" იმდენი და ამდენი სპორტსმენი წარადგინაო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
მთელი, 8 მოწვევის პარლამენტის, სრული უმრავლესობა ყოველთვის იურისტები იყვნენ და რომელმა ერთმა აგვაშენა და დაგვამშვენა ერთი, მითხარით რა?!
რა მნიშვნელობა აქვს სპორტსმენია, თუ მსახიობი, აზროვნებდეს, საქმე აკეთოს, ქვეყანა უყვარდეს და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული და რას გიცვლით - სპორტსმენია, თუ მზარეული?!
ზოგჯერ მგონია, რომ თემა გველევა სალაპარაკო და ოღონდაც თემა იყოს და ყველაფერზე ვწერთ და ვქილიკობთ. უმეტესად, უსამართლოდაც!