logo_geo
eng_logo
სენეგალის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა მზაობა გამოხატა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას, რათა გლობალური სასურსათო კრიზისი შეამსუბუქოს
- +

3 ივნისი. 2022. 20:56

 

 

სენეგალის პრეზიდენტმა, მაკი სალმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა მზაობა გამოხატა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას, რათა გლობალური სასურსათო კრიზისი შეამსუბუქოს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დარტყმას აყენებს აფრიკას.

 

„პრეზიდენტმა პუტინმა გამოგვიცხადა მზაობა, ხელი შეუწყოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. რუსეთი მზად არის, უზრუნველყოს თავისი ხორბლისა და სასუქის ექსპორტი. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, მოხსნას სანქციები ხორბალსა და სასუქზე“, - აღნიშნა სენეგალის პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად აფრიკის კავშირს თავმჯდომარეობს.

 

31 მაისს, აფრიკის კავშირმა ევროკავშირის ლიდერები გააფრთხილა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბლოკვა სურსათის დეფიციტისა და ფასების ზრდის კატასტროფული სცენარის რისკს შეიცავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner