logo_geo
eng_logo
რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
- +

3 ივნისი. 2022. 23:17

 

 

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

„საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ჯამში, ღონისძიებას 8 ქვეყნის ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციa დაესწრო. შეხვედრაზე განხილული იქნა EU4Energy პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, აგრეთვე ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიები.

 

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციებზე, გამოწვევებსა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. რომეო მიქაუტაძის თქმით, საქართველო, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ, ენერგეტიკული ბაზრის მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომელიც მიმართულია ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მომხმარებლის უფლებების მაქსიმალური დაცვისკენ. მისი შეფასებით, რეფორმა დაახლოებს ადგილობრივ კანონმდებლობას ევროპულთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას.

 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე. მისი თქმით, ქვეყანა აქტიურად ავითარებს მწვანე ენერგეტიკას და ხელსაყრელ საინვესტიციო პირობებს ქმნის ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ განახლებადი ენერგიის წყაროები აითვისონ. „ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს მწვანე ენერგეტიკასა და ახალ ტექნოლოგიებში, რომელთა მიზანსაც ქვეყნის ენერგეტიკული დარგის მდგრადი განვითარება წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან და წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან, რათა დავაჩქაროთ და გააქტიუროთ ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკა. ამ მიზნით, ჩვენ უკვე შევიმუშავეთ და ავამოქმედეთ შესაბამისი ნორმატიული ბაზა და ამჟამად ძალისხმევა მიმართულია მათი იმპელემენტაციისკენ,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

 

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე და ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და საბჭოს წევრი მურმან მარგველაშვილი.

 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს EU4Energy პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას აღნიშნულ ფორმატში და დასახეს სამომავლო ურთიერთობების მიმართულებები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner