logo_geo
eng_logo
ესტონეთში სამთავრობო კოალიცია დაიშალა
- +

3 ივნისი. 2022. 23:24

 

 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი კოალიციის შესაქმნელად ახალ პარტნიორებს ეძებს მას შემდეგ, რაც თავისი ყოფილი მოკავშირეები სამთავრობო კოალიციიდან გააძევა.

 

კაია კალასმა მემარცხენე ცენტრისტულ პარტიასთან კავშირები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც სამთავრობი კოალიციაში შემავალი პარტია ულტრამემარჯვენე ოპოზიციურ პარტია EKRE-ს მიემხრო, რათა დაებლოკა სამთავრობო რეფორმა დაწყებითი განათლების სფეროში.

 

ცენტრისტულმა პარტიამ ასევე მოითხოვა ბავშვთა და საოჯახო შეღავათების გაზრდა, რასაც კალასის რეფორმის პარტია ეწინააღმდეგებოდა.

 

„ესტონეთს ახლა უფრო მეტად ესაჭიროება საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მოქმედი მთავრობა, ვიდრე ოდესმე. ევროპაში უსაფრთხოების ვითარება არ მაძლევს მე, როგორც პრემიერს, ცენტრისტულ პარტიასთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრ კაია კალასის თხოვნით, პრეზიდენტმა ალარ კარისმა ცენტრისტული პარტიის შვიდივე მინისტრი გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომელსაც მანამდე ოფიციალური კავშირი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარტია ერთიან რუსეთთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner