„პრემიერის ბრატისლავაში ვიზიტი შედგა, საქართველოს პრემიერ მინისტრი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის გამოსვლა არ იყო გამოსვლა გამოსვლისთვის, არამედ ეს იყო ღრმა შინაარსის, გლობალური პოლიტიკური არსის მატარებელი გამოსვლა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, პრემიერი ყველა შესაძლო პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ევროპას ქართველი ხალხის ძლიერი ხმა გააგონოს:
„პრემიერმა თქვა, ქართველი ხალხის სათქმელი. „ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, საქართველო ევროპას მიეკუთვნება“! ეს უდავო ჭეშმარიტებაა, საქართველო მიილტვის ისტორიული ადგილსამყოფელისკენ. ევროპა და საქართველო, ეს ორი ისტორიულად განუყოფელი მოცემულობაა.მისასალმებელია ევროინტეგრაციის გზაზე პრემიერის აქტიური ჩართულობა, რომელიც ყველა შესაძლო პლატფორმას იყენებს, რათა ევროპას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ქართველი ხალხის ძლიერი ხმა გააგონოს! ევროპას ორი არჩევანი აქვს, მიიღოს პოლიტიკური ან ინსტიტუციური გადაწყვეტილება. თუ ევროპა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს აუცილებლად მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ხოლო ინსტიტუციური გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველო, ასევე, მიიღებს კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსს, რადგან ჩვენი ქვეყანა, მთელი რიგი ინდიკატორებით უსწრებს არა მხოლოდ ე.წ. სამეულს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.