თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურ საფუძვლებს ემყარება“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ღიად და მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ უარს ამბობენ ტერორიზმის მხარდაჭერაზე და თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებენ.