საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართეს.
ღონისძიებაზე პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს პროკურატურის 2021-2027 წლების სტრატეგიაზე და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე სხვადასხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია; პროკურორებმა სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის უწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარება.
კვირეულის ფარგლებში პროკურორები საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარებენ.