კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
მშენებელი შპს „ენ-დი როუდი“გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ - გზაზე პირველ ფენა ასფალტს აგებს.
გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებისა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა.
სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული, ორივე ეტაპის რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
მუნიციპალიტეტის მერიის მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი გზის მოწესრიგება.