logo_geo
eng_logo
სოფელ ბოჟამის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
- +

4 ივნისი. 2022. 11:15

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მშენებელი შპს „ენ-დი როუდი“გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ -  გზაზე პირველ ფენა ასფალტს აგებს.

გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებისა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა.

 

სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული, ორივე ეტაპის რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია, რომელიც მაღალმთიანი    დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

მუნიციპალიტეტის მერიის მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი  გზის მოწესრიგება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner