logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალში გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა
- +

4 ივნისი. 2022. 12:26

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომელსაც მინისტრი - ვახტანგ გომელაური და მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

 

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდები. დაძაბული მატჩი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

 

გამარჯვებული გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტურნირის თასით, ხოლო აღნიშნული გუნდის ფეხბურთელები - მედლებით პირადად დააჯილდოვა. ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გუნდის წევრს - დავით ჯანაშიას, რომელმაც ტურნირის მიმდინარეობისას მეტოქის კარში 19 გოლი გაიტანა.

 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, "პოლიციელის დღე 2022"-თან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობდა. მასში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის გუნდები მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო ტრადიციული ყოველწლიური შიდა ტურნირის მიზანია სამინისტროს თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner