ფონდი „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე"-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე წერს:
„ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია "მოქალაქე" მხოლოდ კონკურსებით, ოლიმპიადებით და სიგელების ჩუქებით არ არის დაკავებული.
2 წლის განმავლობაში მოქალაქის ინიციატივაში 50 ათასზე მეტი სტუდენტი, აბიტურიენტი და მოსწავლე იყო ჩართული. კრიტერიუმი კი მხოლოდ ერთი- ნიჭიერება და ცოდნა.
ოლიმპიადაში გამარჯვებულები გადადიან ახალ ეტაპზე, აგრძელებენ უნარების და ცოდნის გაღრმავებას და ყალიბდებიან არა მხოლოდ პოტენციურ, არამედ ქმედით ლიდერებად, მუშაობენ სამოქალაქო პროექტებზე და ახორციელებენ მათ. მოკლედ, "მოქალაქე"-მ შექმნა სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ყველა ნიჭიერი გამარჯვებულის მხარდაჭერას მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. ფოტოზე: სამოქალაქო ოლიმპიადის გამარჯვებული ეს ახალგაზრდები ახლა ყვარელში 10 დღიან ტრეინინგენს გადიან და ლექციებს ესწრებიან."