logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: „მოქალაქე“-მ შექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ნიჭიერის მხარდაჭერას!
- +

16 აგვისტო. 2016. 03:53


ფონდი „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე"-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე წერს:



„ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია "მოქალაქე" მხოლოდ კონკურსებით, ოლიმპიადებით და სიგელების ჩუქებით არ არის დაკავებული.

 

2 წლის განმავლობაში მოქალაქის ინიციატივაში 50 ათასზე მეტი სტუდენტი, აბიტურიენტი და მოსწავლე იყო ჩართული. კრიტერიუმი კი მხოლოდ ერთი- ნიჭიერება და ცოდნა.

 

ოლიმპიადაში გამარჯვებულები გადადიან ახალ ეტაპზე, აგრძელებენ უნარების და ცოდნის გაღრმავებას და ყალიბდებიან არა მხოლოდ პოტენციურ, არამედ ქმედით ლიდერებად, მუშაობენ სამოქალაქო პროექტებზე და ახორციელებენ მათ. მოკლედ, "მოქალაქე"- შექმნა სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ყველა ნიჭიერი გამარჯვებულის მხარდაჭერას მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. ფოტოზე: სამოქალაქო ოლიმპიადის გამარჯვებული ეს ახალგაზრდები ახლა ყვარელში 10 დღიან ტრეინინგენს გადიან და ლექციებს ესწრებიან."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner