logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ილია ელოშვილის, გარდაცვალების გამო
- +

4 ივნისი. 2022. 15:40

 

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის, გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მთავრობის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

 

„ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეთადმი გვერდში დგომით იცნობდნენ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner