logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძვირადღირებული რუსული დრონი ჩამოაგდეს
- +

4 ივნისი. 2022. 16:21

 

 

სამხრეთ საჰაერო სარდლობის ჯარისკაცებმა მტრის სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„ფორპოსტი“ არის ყველაზე ძვირად ღირებული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ემსახურება რუსეთის ფედერაციას. მისი ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა ძალებმა, აგრესორების კუთვნილი „ფორპოსტი“ მაისშიც ჩამოაგდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner