უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„რუსეთის შეურაცხყოფისთვის თავის არიდების შესახებ მოწოდებებს მხოლოდ საფრანგეთისა და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია. ეს ის რუსეთია, რომელიც თავს თავად იმცირებს. სჯობს, ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს მშვიდობას მოიტანს და სიცოცხლეს გადაარჩენს“, - წერს კულება.