logo_geo
eng_logo
მიხეილ ხიდურელი: ეკონომიკური დიპლომატიის ტრენინგი კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციების და ექსპორტის კუთხით
- +

4 ივნისი. 2022. 18:52

 

 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ისა და ევროკავშირის დახმარებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც შევქმენით სპეციალურ პროგრამა და გადამზადდა საელჩოების 80-მდე წარმომადგენელი, ვინც ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით იმუშავებს“, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

 

პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერით, EBRD-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით განხორციელდა, საქართველოს საზღვარგარეთ მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობდა ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში.

 

სასწავლო კურსს ბრიტანული ორგანიზაცია ICPS ექსპერტები უძღვებოდნენ.

 

მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვინაიდან საელჩოები წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს ექსპორტის წახალისებასა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

 

„პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადამზადნენ, მოიცავს იმ აქცენტებს, რაც საჭიროა დიპლომატური კორპუსისთვის. პროგრამა გულისხმობს ინვესტიციებისთვის მოზიდვისთვის საჭირო ტრენინგებს, ექსპორტის წახალისების მიმართულებას, იმ კონკრეტულ უნარებს, რომლებიც საჭიროა ინვესტიციის მოზიდვის დროს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის და ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის კუთხით", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

 

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, რის შემდეგაც გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner