5 ივნისს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია გორსა და ბორჯომში, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კონფერენციებს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„12.00 საათზე რეგიონული კონფერენცია გაიმართება გორში მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 24, გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი 17.00 საათზე, რეგიონული კონფერენცია გაიმართება ბორჯომში; მისამართი: ბარათაშვილის ქ. 9, „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.