logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში რუსეთის მიერ გადაწული ყველა ეკლესია, ყველა აფეთქებული სკოლა, დანგრეული მემორიალი ადასტურებს, რომ UNESCO-ში რუსეთის ადგილი არაა
- +

4 ივნისი. 2022. 19:38

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირზელენსკი კვლავ რუსეთის UNESCO-დანგარიცხვას ითხოვს.

რუსეთის არტილერიამ დღეს კვლავ დაარტყა დონეცკის ოლქში სვიატოგორსკის ლავრას. გაანადგურა ყველაწმინდას ერმიტაჟი. ის 1912 წელს ეკურთხა და პირველად საბჭოთა პერიოდში განადგურდა. მოგვიანებით, ის აღადგინეს, და, ამის შემდეგ, ისევ რუსმა ჯარმა დაწვა. ოთხშაბათს, მონასტერში, ბერების სამყოფელში რუსული ჭურვები აფეთქდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. 31 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმართა იუნესკოს, რათა ჩამოერთვას რუსეთს ორგანიზაციის წევრობა. უკრაინული დიპლომატია ამაზე მუდმივად მუშაობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის გარდა, არცერთ ქვეყანას ამდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ადგილი ევროპაში არ გაუნადგურებია. უკრაინაში რუსეთის მიერ გადაწული ყველა ეკლესია, ყველა აფეთქებული სკოლა, დანგრეული მემორიალი ადასტურებს, რომ UNESCO-ში რუსეთის ადგილი არაა. რაზე შეიძლება ვისაუბროთ ბარბაროსულ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან?“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner