"ყველასთვის ნათელი გზავნილები იყო, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორებისთვის და იმ პოლიტიკური ფიგურებისთვის, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ", - ასე შეაფასა პრემიერის ბრატისლავაში გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“.
ის ფიქრობს, რომ ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
„მინდა გამოვარჩიო პრემიერის გამოსვლა ბრატისლავაში, ყველასთვის ნათელი გზავნილებით. განსაკუთრებით ნათელი გზავნილები იყო გახმოვანებული ჩვენი პარტნიორებისთვის და იმ პოლიტიკური ფიგურებისთვის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უახლოეს დღეებში. ვადაზე ადრე შევავსეთ კითხვარი და ევროკომისიას გადავუგზავნეთ. ევროკომისია ამ გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სამშაბათს, რაც დიდწილად განაპირობებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურდისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოვიდა.
ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.