logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: მიმდინარეობს „სპეცოპერაცია“ სააკაშვილის, როგორც ჩავარდნილი აგენტის ევაკუაციისთვის და მოიფიქრეს მეთოდი, მისი ჯანმრთელობის „გაუარესებაზე“ სპეკულირება
- +

4 ივნისი. 2022. 21:42

 

"ყველამ ვიცით, რომ თავის შეწირვა სააკაშვილისთვის ძალიან უცხო ხილია. ის ხომ სულ სხვა მიზნებით და სხვა შედეგზე გათვლით დააბრუნეს საქართველოში. ახლა, როდესაც ცხადი გახდა, რომ მან მისია ვერ შეასრულა, აღარ იციან რა უყონ. თან გადასაგდებად არ ემეტებათ, რადგანაც ფიქრობენ ეგებ რამეში კიდევ გამოიყენონ”- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით უწევთ რესურსების გადანაწილება „თავისუფლება მიშას“ და „თავისუფლება ნიკა“-ს შორის”.

სექტად გაფორმებული სააკაშვილის მომხრეები გაცოფებული არიან, რომ სექტის პატიმარი ბელადის თემის აქტუალიზაციაზე დახარჯული უზარმაზარი ფინანსური თუ სხვა რესურსები, მათთვის სასურველ შედეგს ვერ იძლევა. როგორც სექტის ერთ-ერთმა მთავარმა ხაზინადარმასექტის რიგითებს უსაყვედურა, ამდენი დაგახარჯეთ და რატომ შეუძლებელი არ შეძელითო. ერთადერთი რასაც მიაღწიეს -- EPP-ს ყრილობაზე დადგმული უნიჭო პერფორმანსი - სააკაშვილის ცარიელი სკამი. EPP-ს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ნაცების“ მიერ მიჩეჩებულიგანცხადება წაიკითხა და იმ დღესვე დატოვა კიდეც თანამდებობა. არ გენიშნათ?! შალიკო ნათელაშვილმა ბევრის სათქმელი თქვა, როდესაც განაცხადა, რომ სააკაშვილი ნამეტანი ბევრს ტირის და თავის შესაწირად ჩამოსული პრეზიდენტი ასე არ უნდა იქცეოდესო. საზოგადოებას უკვე ჰბეზრდება ეს სპექტაკლი ამ დროს, ყველამ ვიცით, რომ თავის შეწირვა სააკაშვილისთვის ძალიან უცხო ხილია. ის ხომ სულ სხვა მიზნებით და სხვა შედეგზე გათვლით დააბრუნეს საქართველოში. ახლა, როდესაც ცხადი გახდა, რომ მან მისია ვერ შეასრულა, აღარ იციან რა უყონ. თან გადასაგდებად არ ემეტებათ, რადგანაც ფიქრობენ ეგებ რამეში კიდევ გამოიყენონ. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს „სპეცოპერაცია“ სააკაშვილის, როგორც ჩავარდნილი აგენტის ევაკუაციისთვის. ამისათვის კი მოიფიქრეს მეთოდი, რომელიც შექმნილ სიტუაციაში მათი აზრით ყველაზე უკეთ იმუშავებს - სააკაშვილის ჯანმრთელობის „გაუარესებაზე“ სპეკულირება. ამ დროს კი ნიკა გვარამიას პატიმრობა „გამოეჩხირა“ რომ იტყვიან „უდროო დროს“, და სურთ თუ არა, უწევთ რესურსების გადანაწილება „თავისუფლება მიშას“ და „თავისუფლება ნიკა“-ს შორის”- წერს ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner