"ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვერ ზემოქმედებენ პოლიტიკურ პროცესზე ან ნეგატიურად ზემოქმედებენ. მათ არ აქვთ უნარი, რომ მმართველ ძალასთან კონკურენციაში შემოვიდნენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის გარედან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ოპოზიცია ცდილობს შიდა პოლიტიკაში გარე აქტორები ჩართონ იმისთვის, რომ როგორმე აქ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. „ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარე-გარე დარბოდაო“, - ასეა ე.წ. ოპოზიციონერების ამბავი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.