სლოვაკეთში, ქალაქ ვრუტკისთან ახლოს, სარკინიგზო ავარია მოხდა. შედეგად, 74 ადამიანი დაშავდა.
სლოვაკეთის პოლიციის ინფორმაციით, მსუბუქად დაშავებულია 59 ადამიანი, 11-მა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო, 4-ის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.