logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: არ მინდა, ვიფიქრო და დავუშვა, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
- +

5 ივნისი. 2022. 00:22

 

"ვხედავ და ვაანალიზებ იმ კონტექსტს, რომელიც არის; ვხედავ იმ გზავნილებს, რომლებიც ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერისგან ჟღერდება ხოლმე და ამის გათვალისწინებით ვამბობ. მე არ მინდა, ვიფიქრო და არ მინდა, დავუშვა ის, რომ ევროპას არ ეყოფა სიმამაცე ახლაც, რათა ამ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, რითაც სუფთა სიმბოლური თვალსაზრისით ის აღიარებს საკუთარ ინტერესებს და გავლენას ამ რეგიონზე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსზე უარი ძალიან მძიმე სიგნალი იქნება.

თუ ის ამას არ იზამს, ეს იქნება ზუსტად იგივე ტიპის სიგნალად მიღებული რუსეთის და საერთოდ, ჩვენ რეგიონში სხვა დიდი სახელმწიფოების მხრიდან, როგორ სიგნალადაც მივიღეთ 1921 წელს, როდესაც გავიდა ანტანტაც და გერმანიაც საქართველოდან და დაუტოვეს კავკასია რუსეთს და მაშინდელ სხვა დიდ სახელმწიფოს გასაყოფად; ეს იქნება სიგნალი, როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ვერ გაბედეს მაპ-ის მონიჭება და ამას მოჰყვა აგვისტოს ომი. აღარ მინდა, კიდევ რაღაც ტრაგიკული ისტორიები და შეცდომები გავიხსენო, შეცდომა თუ ჰქვია ამას ევროპის. არ ვიცი, შეიძლება, შეცდომად აღარც ჩავთვალოთ, თუ მესამედ კიდევ ამ ტიპის შეცდომა დაუშვეს. ეს იქნება არა მხოლოდ მათთვის სიგნალი, არამედ ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვისაც სიგნალი იქნება, რომ საითაც მიისწაფი, იმ ხალხს არ უნდიხარ. დაახლოებით, ასე იქნება აღქმული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner