უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანაში მიმდინარე ომის შეჩერება შესაძლებელია.
„რუსეთის არმიას შეუძლია, შეაჩეროს ეკლესიების დაწვა, რუსეთის არმიას შეუძლია შეაჩეროს ქალაქების განადგურება, რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა, თუ მოსკოვში ერთი ადამიანი ამის ბრძანებას გასცემს. ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ასეთი ბრძანება, მთელი მსოფლიოს აშკარა დამცირებაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ მიმართვაში.