„ეს არ არის მსოფლიოს მეორე არმია. ჩვენ მათ „ორკებს“ ვუწოდებთ". რუსი სამხედროები არ არიან რეგულარული ცივილიზებული არმია, ისინი არიან მკვლელები, მძარცველები და მოძალადეები“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ალექსეი რეზნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთად დგომის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვა. ამიტომ ჩვენ მომავალში რუსეთი უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვი უკრაინაში მიმდინარე ომის წელს დასრულებას რეალისტურად მიიჩნევს.