ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული ნაქარგი პერანგი ვიშივანკა აშშ-ში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე $100,000-ად გაიყიდა.
სამოსი იურიდიულმა ფირმამ Asters USA-მ შეიძინა.
„აშშ პირველი ქვეყანაა, რომელმაც United 24-ის (უკრაინის დასახმარებელი გლობალური ინიციატივა) პლატფორმის ოფიციალური პრეზენტაცია ჩაატარა. სიმბოლურია, რომ ეს პრეზენტაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მე-100 დღეს იმართება", - განაცხადა უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ.