logo_geo
eng_logo
თეო ტლაშაძე: არ მახსოვს კახასთვის მოგვემართოს, როდესაც ვინმეს დახმარება ჭირდებოდა მას ხელი არ გაემართა!
- +

16 აგვისტო. 2016. 04:02



„ალბათ ადვილად შეამჩნევნდით, რომ ბოლო პერიოდი აქტიურად არ ვჩანვარ საჯარო სივრცეში (რაც ჩემი არჩევანია), თუმცა აქტიურად ვადევნებ თვალყურს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი რასაც მოჰყვა, გახლავთ ის, რომ დეპუტატები წინა ხელისუფლებიდან, დღეს აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" სიაში. ერთ-ერთი ასეთი კი გახლავთ კახა ოქრიაშვილი, რომელიც ამავე დროს იყო ჩემი კოლეგა 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტში."- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეო ტლაშაძე წერს:



„მე არ შევდივარ პოლემიკაში არავისთან, არ ვაპირებ მტყუან-მართლის გარჩევას, თუმცა ვაპირებ სიმართლის თქმას, იმის თქმას, თუ რას ვაკეთებდით მაშინ ერთად ჯანდაცვის კომიტეტში, როგორ ზრუნავდა იგი ყველა ჩვენგანთან ერთად გვერდში დავდგომოდით სამაჩაბლოს მოსახლეობას სიტყვით და საქმით!

 

უშუალოდ კახას ინიციატივით მაღალკვალიფიციური ექიმთა ჯგუფები ჩაგვყავდა ხეობის სოფლებში, სადაც უტარდებოდათ გასინჯვები, ენიშნებოდათ მკურნალობა და ურიგდებოდათ მედიკამენტები, ეს ყველაფერი კი კეთდებოდა უფასოდ! მე არ ვამბობ ვიღაცის მონაყოლს, მე ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე ვარ.

 

არ მახსოვს კახასთვის მოგვემართოს როდესაც ვინმეს დახმარება ჭირდებოდა მას ხელი არ გაემართა! არც ისაა დასამალი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა მიმდინარეობდა, გზდაგზა ბევრი ფინანსური პრობლემაც იჩენდა ხოლმე თავს და ისიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, (რაც გამოხატებოდა ცხინვალის მიმართულებით პოსტებზე მყოფ პოლიციელებისთვის გამართული და დაზღვეული კომუნიკაციისათვის მონო ბარათებით უზრუნველყოფა, რაშიც ასევე მე ვიყავი ჩართული)

 

მოკლედ: "თუ სხვისი საქმეების გამოცდა გსურს, მათ კეთილ საქმეებს შეხედე და არა - ბოროტს."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner