ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ განაცხადა.
„სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს ბუნებრივი აირის კონტექსტში, რომელიც რუსეთმა შეიძლება გაყიდოს, ასევე „სვიფტის“ პროგრამიდან რუსეთის ყველა ბანკის გათიშვის კონტექსტში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ემბარგოს დაწესებაც ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებაც რუსეთს სამხედრო ინდუსტრიაში შეუძლია.