„მარიუპოლი მიზანმიმართულად და სისტემატურად გარდაიქმნება უკრაინელების გეტოდ“, - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო.
ის წყლის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.
„სასმელი წყლის მისაღებად, ახლა რიგში რეგისტრაციაა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, ყველაზე ადრე, 2 დღეში შეძლებთ სასმელი წყლის მიღებას. ამის მთავარი მიზეზი ბუნებრივ წყაროებში წყლის დონის კლებაა“, - წერს ანდრიუშენკო.