logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ქვეყანამ, განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება
- +

5 ივნისი. 2022. 13:58

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

წულუკიანი გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

 

„დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა. განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.

 

ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას! გისამძიმრებთ ყველას“, - აღნიშნულია თეა წულუკიანის ფეისბუქპოსტში.

 

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner