logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: აზერბაიჯანს უზარმაზარი გაზის მარაგი აქვს იმისთვის, რომ საქართველოსაც მოახმაროს!
- +

8 მარტი. 2016. 17:22



ექსპერტი მამუკა არეშიძე  „პრაიმტაიმთან"  ინტერვიუში„სოკარის" და „გაზპრომის" ირგვლის მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან  ეს იყო ერთგვარი მანევრი იმისთვის, რათა სწორად ევაჭრათ და მიეღოთ ის შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის კარგი და მომგებიანი არის.


შეგახსენებთ, „ნაციონალური" მოძრაობა აპროტესტებს „გაზპრომთან" მოლაპარაკებებს და 6 მარტს აქცია გამართა „არა გაზპრომს".


„რასაკვირველია, ეს არის წარმატება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მანევრი, ან ენერგეტიკის სამინისტროსი, რომელსაც გინდათ იმას მივაწეროთ ეს ამბავი. ეს იყო ერთგვარი მანევრი იმისთვის, რომ სწორად ევაჭრათ და მიეღოთ ის შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის კარგი და მომგებიანი არის. ჩვენ ჯერ არ წაგვიკითხავს ხელშეკრულება, მაგრამ ქართული მხარის გარდა, გავეცანი აზერბაიჯანული მხარის პოზიციასაც და იქ როშან აბდულაევი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის ხელმძღვანელი პირდაპირ წერს, რომ აზერბაიჯანს, რასაკვირველია, უზარმაზარი გაზის მარაგი აქვს იმისთვის, რომ საქართველოსაც მოახმაროს, მიჰყიდოს, მაგრამ არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალებები. ახლა ეს ტექნიკურ ფორმატში შეიცვალა და იმის საშუალება აქვთ, რომ, როგორც კი საქართველოს დასჭირდება გაზი, ზამთრის და სხვა პერიოდშიც, შეუძლია მიაწოდოს ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი", - ამბობს მამუკა არეშიძე.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner