logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთისგან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დაარტყამს იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიუტანიათ
- +

5 ივნისი. 2022. 14:00

 

 

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დარტყმებს განახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში.

 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან კიევისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება უკრაინული სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შევსებას უკავშირდება.

 

მისი თქმით, რუსული მხარე აცნობიერებს, რომ დაგეგმილია 45-70 კილომეტრის დისტანციისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემა, თუმცა თუ მიწოდება გაგრძელდება მოსკოვი გააგრძელებს მათ განადგურებას.

 

„თუ მათი მიწოდება კიდევ და კიდევ გაგრძელდება, აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისად გვაქვს იმ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებზეც ჯერ იერიში არ მიგვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner