logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი კოლექტიური „პავლიკ მოროზოვები“ ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს - რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია - რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება
- +

5 ივნისი. 2022. 14:49

 

 

„პარტიებს რომ დავანებოთ თავი, მათი „ახალგაზრდული მოძრაობები“, ომბუდსმენის მიერ მკვებავი „დაჯგუფებები", არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია - დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას - დედის გინებით, დაცინვით, „და-ჰა-ჰა-ვებით“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ბაია პატარაიას მიერ „ფეისბუქზე“ გამოხატულ რეაქციას.

 

„მართალია, საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მაძიებლობის მოწინააღმდეგეთა „ძრომიალი" სხვადასხვა ევროპულ პლატფორმაზე იმდენად გამჭირვალე არაა ჩვენთვის - საქართველოს ევროპული გზის გულშემატკივრებისთვის - ამის შესახებ მაინც მოგვდის გამაოგნებელი და სამარცხვინო ინფორმაციები. მაგრამ სოციალური ქსელების მეშვეობით ეს ძირგამომთხრელი პროცესი უფრო თვალსაჩინოა ჩვენთვის. გაშმაგებული ენთუზიაზმით, ჯოჯოხეთური „და-ჰა-ჰა-ვებით" ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი ეს კოლექტიური „პავლიკ მოროზოვები" ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს - რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია - რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება. ე.წ. პარტიებს რომ დავანებოთ თავი - მათი „ახალგაზრდული მოძრაობები", ომბუდსმენის მიერ მკვებავი „დაჯგუფებები", არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია - დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას - დედის გინებით, დაცინვით, „და-ჰა-ჰა-ვებით", გადაკარგული რუსული სოფლის დისკოტეკის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც ყოველ ჯერზე ცდილობენ ინტელექტს თავზე ცარიელი არყის ბოთლი გადაამტვრიონ. ან რა აზრი აქვს ამ „быдло-სთან“ ოპონირებას ან დებატებს - ბულგაკოვის ნაწარმოების ცნობილი გმირის, შვონდერის ამალასავით რომ დაეთრევიან ევროპული გეზის მიმდევართა კედლებსა და სტატუსებზე და „ინტერნაციონალის" ბღავილით ცდილობენ დასავლეთის დარწმუნებას რომ იქ, სადაც მსგავსი „быдло" დღეს საქართველოში "ბომონდს" წარმოადგენს - ამ ქვეყნის ადგილი EU-ს რიგებში არაა. სულ ცოტა ხანში უამრავ კითხვას გაეცემა პასუხი - მოთმინებით აღვივსოთ!“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner