„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბატონი თემურის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული კულტურისთვის, თუმცა, მის მიერ შექმნილი გენიალური მემკვიდრეობა სიცოცხლეს გააგრძელებს და მომავალშიც კიდევ ბევრის შთაგონების წყარო იქნება. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ“ პოსტში.