logo_geo
eng_logo
ფოთი საერთაშორისო პლენერს „პალიტრა ფოთი 2022“ მასპინძლობს
- +

5 ივნისი. 2022. 16:31

 

 

ქალაქი ფოთი საერთაშორისო პლენერს ​ მასპინძლობს​. პლენერში - „პალიტრა ფოთი 2022“ ქართველი და უცხოელი მხატვრები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში, ათი დღის განმავლობაში, სხვადასხვა თემატიკის 20-მდე ფერწერული ტილო შეიქმნება, რომელიც ქალაქს დარჩება.

 

პლენერი ​ ქალაქ ფოთის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია სახვითი ხელოვნების ქალაქ ფოთში განვითარება და ადგილობრივი მხატვრების წარმოჩენა შემდეგში სხვადასხვა საერთაშორისო პლენერსა და ფესტივალზე.

 

პლენერი ფოთის სამხატვრო სასწავლებელში დღეს, საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

სამხატვრო სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია 2021 წელს ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner