საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. თემურ ჩხეიძე ძალიან დააკლდება ქართულ კულტურას“, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.