ჟურნალისტი რეზო კაკულია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებით კმაყოფილია. კაკულიას თქმით, საქართველო მეტ პროფესიონალს მართლაც საჭიროებს და „ქართულმა ოცნებამ" მოახერხა გუნდში პროფესიონალებისთვის ადგილი მოეძებნა.
„მეტი მარიამ ჯაში, მეტი არჩილ თალაკვაძე, მეტი სოფო კილაძე, მეტი თამარ ხულორდავა, მეტი რომან კაკულია, მეტი თამარ ჩუგოშვილი. მეტი მსგავსი პროფესიონალი, მეტი ახალი სახე ქართულ პოლიტიკას.
ისე როგორც არასდროს, ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და ნახტომისათვის სწორებას, ჰაერივით სჭირდება სახელმწიფო მართვის საუკეთესო სპეციალისტები, საუკეთესო ეკონომისტები, საუკეთესო იურისტები, საუკეთესო ფინანსისტები. მოწინავე ცოდნითა და ფასეულობებით შეირაღებულები, თანამედროვე ტიპის ტექნოკრატები, ზე-მოტივირებულები, ზე-ენერგიულები, არასტანდარტულები, ნოვატორულები, პრინციპულები, დაუღალავები.
მხოლოდ ამგვარი ტრენდით, მხოლოდ ამგვარი პრიორიტეტებით, მხოლოდ ამგვარი დამოკიდებულებით, - სწრაფ განვითარებასა და გარღვევას შესაძლოა ჰქონდეს რამდენადმე რეალური საფუძველი."