logo_geo
eng_logo
ლუიჯი დი მაიო: იტალია ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტების განბლოკვას
- +

5 ივნისი. 2022. 17:10

 

 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა დადოს შეთანხმება, მათ შორის უკრაინის პორტებში მარცვლეულის განბლოკვის შესახებ. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ უკრაინის ომი სერიოზულ გავლენას მოახდენს აფრიკაზე. კონტინენტის ტერიტორიაზე დაიწყება ომები და გადატრიალებები.

 

„პუტინი უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მან უნდა დადოს სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე, რომელიც, ასევე, მოიცავს შეთანხმებას მარცვლეულის შესახებ. მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ ქალების, მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების ევაკუაცია“, - განაცხადა დი მაიომ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალია ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტების განბლოკვას. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ აფრიკაში ომები და გადატრიალებები დაიწყება. შესაბამისად, ევროპა ლტოლვილთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის წინაშე აღმოჩნდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner