აზერბაიჯანმა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალება „რია ნოვოსტი" დაბლოკა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება „სააგენტოს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ კი, ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“.
მანამდე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დაბლოკეს რიგი აზერბაიჯანული გამოცემები, რომლებიც არ ასრულებდნენ რუსეთის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს უკრაინაში ომის გაშუქების შესახებ. მაშინ აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთა ნაწილი რუსული გამოცემების დაბლოკვის ინიციატივით გამოვიდა.