logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიპ ერდოღანი: ჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება - ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას ნატოს გაფართოების შესახებ
- +

5 ივნისი. 2022. 18:11

 

 

„შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ თურქეთის პოზიცია, ანკარას მოთხოვნების გარეშე, არ შეიცვლება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის - „სამართლიანობისა და განვითარების“ ყრილობაზე განაცხადა.

 

„ჯერჯერობით, ჩვენი იმედები არ მართლდება. ჩვენ არ შევიცვლით ჩვენ პოზიციას ნატოს გაფართოების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

მანვე, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს დათანხმება თურქეთის იდეაზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას უკავშირდება.

 

„გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების წინადადება, რომელსაც რამდენიმე წელია ჩვენ ვაყენებთ, წარმატებულად გამოიყურება. მსოფლიოს ხუთმა წევრმა ქვეყანამ უკვე თავად დაიწყო ამის შესახებ საუბარი“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner