რომის პაპი ფრანცისკე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლოა გადადგეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, პაპს გადაადგილების პრობლემა აქვს, რის გამოც ის ბოლო ერთი თვეა, ეტლით სარგებლობს.
გასულ კვირას პაპმა დააანონსა, რომ 27 აგვისტოს 21 იერარქს კარდინლის ხარისხში აიყვანს. 16 მათგანი 80 წლამდე ასაკისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ფრანცისკეს მემკვიდრის ასარჩევად ხმის მიცემა შეეძლებათ.